მიზანი-ამოცანები

ასოციაციის შექმნას საფუძვლად დაედო მისი დამფუძნებელების სურვილი განვითარდეს ფარმაცევტული დარგი, მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სტანდარტების შემუშავება-დახვეწაში ჩართული იქნეს ბაზრის ყველა სუბიექტი, რაც საწინდარი გახდება ძლიერი ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა, რომელიც დაიცავს ფარმაცევტული დარგში მოღვაწე პირების უფლებებს და იზრუნებს ამ სფეროში დასაქმებულ პირთა და მომავალი თაობის აკადემიური დონის ამაღლების ხელშეწყობაზე.

ასოციაციის საქმიანობის მიზნები:

  1. ფარმაცევტული დარგის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში;
  2. ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევისა და/ან ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაში ჩართული სუბიექტების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სტანდარტების დახვეწა;
  3. ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევისა და/ან ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაში ჩართული სუბიექტების საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ინიციატივების და პროექტების მომზადება საერთაშორისო სტანდარტებისა და გამოცდილების გათვალისწინებით;
  4. ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევასთან დაკავშირებული სუბიექტების უფლებების დაცვა;
  5. ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევისა და/ან ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაში ჩართული სუბიექტების საქმიანობასთან საქართველოს ფარგლებს გარეთ დანერგილი გამოცდილების შესწავლა და საქართველოში დანერგვა;
  6. ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაში გამოყენებული ახალი ტექნიკა-დანადგარების შესწავლა და დანერგვა;
  7. ფარმაცევტული პროდუქტის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება;
  8. საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
  9. ფარმაცევტულ სფეროში დასაქმებულ პირთა ან/და სტუდენტთა აკადემიური დონის ამაღლების ხელშერყობა;
  10. ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევასთან და/ან ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევაში ჩართული სუბიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების განხორციელება.