საგანმანათლებლო პროექტის მე-2-ე ნაწილი

3 აპრილს წარმატებით დასრულდა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის პროექტის მეორე ნაწილი. ასოციაციის ეგიდით ამჯერად აფთიაქის მენეჯერების გადამზადებისა და პროფესიული დონის ამაღლების ტრენინგ კურსი ჩატარდა. ტრენინგს 13 მოქმედი აფთიაქის მენეჯერი ესწრებოდა, რომელთაც კურსის ბოლოს “ბიდისი” აკადემიისა და ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ერთობლივი სერთიფიკატები გადაეცათ. მადლობას ვუხდით “ბიდისი” აკადემიას და თითოეულ დაინტერესებულ პირს.