საგანმანათლებლო პროექტის მე-3-ე ნაწილი

2015 წლის  10 ივლისს წარმატებით დასრულდა “ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის” ეგიდით ფარმაცევტულ დარგში გამართული საგანმანათლებლო პროექტის მესამე ეტაპი, რომელიც ჩატარდა სამეგრელოში კერძოდ ქ-ფოთში.
ტრენინგი გაიარა 15-მა მოქმედმა ფარმაცევტმა. მსმენელთა ჯგუფი დაკომპლექტდა, როგორც ასოციაციის წევრი კომპანიების ასევე დამოუკიდებელი აფთიაქების წარმომადგენლებით.
მონაწილეებს გადაეცათ ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები და გავლილი კურსის მასალა.

შეგახსენებთ, რომ აიპ. “ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია” არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქტივობით. აღნიშნული საგანმანათლებლო პროექტი წარმოადგენს ასოციაციის ერთ-ერთ მთავარ საქმიანობას და მოიცავს სხვადასხვა თემატურ კურსს .
მადლობას ვუხდით “ბიდისი” აკადემიას პარტნიორობისათვის და თითოეულ მონაწილეს აქტიური და შინაარსობრივად საინტერესო ჩართულობისათვის.