ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაციის განცხადება მედიკამენტებზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით

ქვეყანაში განვითარებული ფინანსური პროცესებისა და ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების პირობებში დღემდე აქტუალურია საზოგადოების ინტერესი მედიკამენტებზე ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით.
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მისი წევრები, ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით და კონტროლით, რეგულარულად ახდენენ ფასების მონიტორინგს და დადასტურებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აღნიშნული სურათის გათვალისწინებით ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნება. კერძოდ, მიმდინარე ეტაპზე ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია 32-33%-ით, ხოლო ევროსთან მიმართებაში 17-18%-ით , ანუ საშუალოდ ეროვნული ვალუტა სხვა ვალუტებთან მიმართებაში, ჯამურად, გაუფასურდა 29%-ით, ხოლო ფასები მედიკამენტებზე, ამ ეტაპისთვის, გაზრდილია 10-12 %-მდე.

განვითარებული მოვლენების გამო ბიზნესი მნიშვნელოვნად ზარალდება. არ არის გამორიცხული მედიკამენტებზე ფასების შემდგომი ზრდაც, მაგრამ არა ისეთი პროპორციით , როგორი პროპორციითაც უფასურდება ეროვნული ვალუტა სხვა ვალუტებთა ნმიმართებაში.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაციაში შემავალი კომპანიები მაქსიმალურ ძალისხმევას იჩენენ, რათა სასიცოცხლოდ აუცილებელი (ესენციური) პრეპარატების სიაში შემავალ მედიკამენტებზე შენარჩუნდეს ფასები. ეს პროცესები და სამუშაოები აუცილებლად განხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მონიტორინგით.