„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონი დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას  პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტების ზრდასთან დაკავშირებით  და ადასტურებს, რომ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ და ასოციაციის ყველა წევრი მიესალმება  რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედებას და ცალსახად აღიარებს კანონის უზენაესობას.

„ასოციაციის წევრები მკაცრად ატარებენ რეგულაციას თავიანთ ქსელებში და კანონის ფარგლებში ხელს უწყობენ აღნიშნული ინსტიტუტის დამკვიდრებას. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვსურს ავღნიშნოთ, რომ ასოციაციის წევრები  მკაცრად იცავენ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელიც მიმართულია რეცეპტის ინსტიტუტის დანერგავასა და ადმინისტრირებისთვის.

მიუხედავად განხორციელებული ღონისძიებებისა, გარკვეული სუბიექტები მაინც ახდენენ კანონის დარღვევით რეცეპტით გასაცემი ფარმაცევტული პრეპარატების რეალიზაციას რეცეპტის გარეშე.

გვსურს ავღნიშნოთ, რომ ასოციაცია რეცეპტის ინსტიტუტის დანერგვის დღიდან  მოითხოვს მაქსიმალურად გამკაცრდეს კონტროლის მექანიზმი რეცეპტსდაქვემდებარებული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტების გამოსავლენად

და აღსაკვეთად. ამასთანავე გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მზადაა ჩვეული რეჟიმით გაარძელოს მისთვის ცნობილი კანონდარღვევის ფატქების შესახებ მარეგულირებელი ორგანოსთვის  ინფორმაციის მიწოდება,“