საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

3577cbb6619b8557b80249fbd6178ccd

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დამზადდა სახელმწიფო დროშის ორიგინალი, რომელსაც საპატიო ყარაული, სიმბოლურად, პრეზიდენტის სასახლეზე აღმართავს, რის შემდეგაც   რეზიდენციაში, საგანგებოდ გამოყოფილ ადგილზე შეინახება. საღამოს კი პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართება. 

სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება რეგიონებშიც. ენგურის ხიდზე საქართველოს დროშა აღიმართა. ხუთჯვრიანი დროშები აღმართეს ბათუმშიც, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან.

საქართველოს ახალი, ხუთჯვრიანი დროშა სახელმწიფო დროშად 2004 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, როდესაც პარლამენტმა „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“   ორგანული კანონი დაამტკიცა.