საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI World wide, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა მასპინძლობს, წელს 13-15 ოქტომბერს ესპანეთში, მადრიდში გაიმართა. ეს ღონისძიება საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა ამ სფეროში დანერგილი სიახლეები ერთმანეთს გაუზიარონ, მოიძიონ ახალი პარტნიორები და ბაზრები, გააფართოონ ექსპორტის არეალი, ამიტომ „ავერსი-რაციონალი CPHI World wide -ს ყოველწლუირად ესწრება ვიზიტორის რანგში, წელს კი პირველად ქართული ფარმაცევტული საწარმო თავისი 26 წლიანი ისტორიის განმავლობაში გამოფენაზე წარმოდგენილი იყო, როგორც მონაწილე , საკუთარი სტენდით. გამოფენაში 150 წვეყნიდან 2500 ფარმაცევტული კომპანია მონაწილეობდა. გამოფენას 36 000 -ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო.