წევრობის უპირატესობა

მოგახსენებთ, რომ 2014 წლის აგვისტოში დაფუძნდა აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“. ასოციაციის შექმნას საფუძვლად დაედო მისი დამფუძნებელების სურვილი განვითარდეს ფარმაცევტული დარგი, მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და სტანდარტების შემუშავება-დახვეწაში ჩართული იქნეს ბაზრის ყველა სუბიექტი, რაც საწინდარი გახდება ძლიერი ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა, რომელიც დაიცავს ფარმაცევტულ დარგში მოღვაწე პირების უფლებებს, იზრუნებს ამ სფეროში დასაქმებულ პირთა და მომავალი თაობის აკადემიური დონის ამაღლების ხელშეწყობაზე;

  • ასოციაციის წევრად გახდომით თქვენ შეძლებთ ბაზრის სხვა მონაწილეებთან ერთად, ჩართული იყოთ მიმდინარე პროცესებში, უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა ასოციაციის მიზნების მიღწევისკენ განხორციელებულ მოქმედებაში. ასოციაციის სტრუქტურა უზრუნველყოფს  თითოეული წევრის (მიუხედავად მასშტაბებისა) ჩართვას სამუშაო პროცესში, რაც თავის მხრივ გაძლევთ ახალი შესაძლებლობებისა და იდეების რეალიზაციის საშუალებას.
  • შეძლებთ თქვენს წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ იმსჯელოთ სხვა კომპანიებთან ერთად და საკითხის გადაწყვეტა დააყენოთ, როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე კანონმდებლის წინაშეც.
  • საერთო საქმეში წარმატების მიღწევისათვის მნიშვნელოვანია ბაზრის თითოეული მონაწილის პროფესიონალიზმი, გამოცდილება და დარგის განვითარების ხედვა. თუ თქვენ სურვილი გაქვთ პირადი წვლილი შეიტანოთ ამ დიდ საქმეში, დაგვიკავშირდით და მარტივი ფორმალობის შემდეგ გახდებით აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ სრულუფლებიანი წევრი.
  • ასოციაციის წევრის საწევრო გადასახადი დიფერენცირებულია და დამოკიდებულია სუბიექტის წლიურ ბრუნვაზე.
  • ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერ სახელმწიფოში დარეგისტრირებული იურიდიული პირი, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმე, რომლის ძირითადი სამეწარმეო საქმიანობა დაკავშირებულია ფარმაცევტულ საქმიანობასთან.

ამ ეტაპზე ასოციაციაში გაწევრიანებული არიან: შპს „ავერსი-ფარმა; “შპს „გეა“; სს “ჯი პი სი”; შპს „პსპ ფარმა“; შპს „გლობალფარმი“; შპს „სახალხო აფთიაქი“; შპს „ნიუ ჯორჯია-555“; შპს „ფარმაცევტული სახლი +“; შპს „მერმისი“; შპს შპს „ჯია“; შპს „აისი“; „ვოლდ მედიცინ ლიმიტედი“;  „როტაფარმ ლიმიტედი“; შპს „მედფარმა პლუსი“; „საქართველოში Alpen Pharma AG-ს წარმომადგენლობითი ოფისი“; შპს „ნეოფარმი“ და შპს „ნეოფარმი+”